Embassy of Georgia to the Czech Republic

2021 წლის 14-15 ივნისს ელჩი მარიამ რაქვიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სამხრეთ მორავიის რეგიონს. 14 ივნისს ქალაქ ბრნოში შედგა საქართველოს საპატიო კონსულის ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონია. ღონისძიებაზე სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქართული ღვინითა და კერძებით, გაიმართა ჩეხური ფოლკლორული ჯგუფის „ჰაერი“ კონცერტი. ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა სამხრეთ მორავიის რეგიონის გუბერნატორს იან გროლიხს, ქალაქ ბრნოს მერს მარკეტა ვანკოვას, სამხრეთ მორავიის რეგიონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას და ადგილობრივ ბიზნესმენებს. 15 ივნისს გაიმართა შეხვედრა მასარიკის, ტექნიკური და მენდელის უნივერსიტეტების პრორექტორებთან.

On June 14-15, 2021, Ambassador Mariam Rakviashvili paid an official visit to the South Moravian region. During the visit, the meeting was held with the Governor of the South Moravian Region, Mr. Jan Grolich, the Mayor of Brno, Ms. Marketa Vankova, the leadership of the South Moravian Regional Chamber of Commerce and local businessmen, the Vice-Rectors of Masaryk University, Technical University and Mendel University. On June 14, the official opening ceremony of the Office of the Honorary Consul of Georgia was held in Brno. The guests were offered Georgian wine and cuisine and the Czech folk group "Haeri" performed several Georgian songs at the event.


Source

0 views0 comments