Embassy of Georgia to the Czech Republic



2021 წლის 25 ივნისს, საქართველოს საელჩოში გაიმართა წიგნის -"Tbilisi Interiors" პრეზენტაცია. საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა, რომელიც წიგნის თანაავტორია, გერმანული საგამომცემლო სახლის "Mitteldeutscher Verlag" დირექტორთან რომან პლისკესთან ერთად, ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო წიგნის კონცეფცია და ისაუბრა თბილისისთვის დამახასიათებელ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ განსაკუთრებულ ესთეტიკაზე.

გერმანულ-ინგლისური წიგნი-ფოტოალბომი 2018 წელს გამოიცა გამომცემლობა "Mitteldeutscher Verlag"-ის მიერ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში. წიგნში თავმოყრილია განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით გამორჩეულ ოცდაათი თბილისური ინტერიერი. წიგნის ავტორები არიან - მარიამ რაქვიაშვილი, მაკა კუკულავა, ნატალია სოფრომაძე და ნათია კალანდარიშვილი.

On June 25, 2021, the presentation of the book - "Tbilisi Interiors" was held at the Embassy of Georgia. The Ambassador of Georgia Mariam Rakviashvili, co-author of the book, together with Mr. Roman Pliske, Director of the German publishing house "Mitteldeutscher Verlag", introduced the concept of the book to the representatives of the diplomatic corps accredited in the Czech Republic. The German-English book-photo album was published in 2018 by the publishing house "Mitteldeutscher Verlag" as part of the Frankfurt Book Fair. The book contains thirty Tbilisi interiors distinguished by its individualism. The authors of the book are Mariam Rakviashvili, Maka Kukulava, Natalia Sopromadze and Natia Kalandarishvili.

Source

3 views0 comments