Embassy of Georgia to the Czech Republic

2021 წლის 22 ივნისს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა, ჩეხეთში აკრედიტებულ უკრაინის და მოლდოვის ელჩებთან ერთად, შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იან კოჰოუტთან.

საუბარი შეეხო ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 17 მაისს ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიო“-ს დაფუძნების თაობაზე.

შეხვედრაზე ჩეხეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისადმი ევროინტეგრაციის პროცესში.

On June 22, 2021, Ambassador of Georgia to the Czech republic, H.E.Mrs. Mariam Rakviashvili, together with the Ambassadors of Ukraine and Moldova, held a meeting with the Deputy Ministry of Foreign Affairs of the Czech Republic, Mr. Jan Kohout.

European integration process of the three associated countries and the Memorandum of Understanding signed on May 17 by the Foreign Ministers of Georgia, Ukraine and Moldova, establishing the “Associated Trio” was discussed during the meeting.

The Czech side once again reiterated its strong support towards the European integration of Georgia, Ukraine and Moldova.

Source

1 view0 comments