Embassy of Georgia to the Czech Republic


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, პრაღის "სკლენაკის გალერეაში" ოფიციალურად გაიხსნა საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა "ქართული ეროვნული სამოსი".

გამოფენას ესწრებოდნენ ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა და პრაღა 6-ის მერმა ონდრჟეი კოლარჟმა.

გამოფენაზე წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები და ასევე, ქართული ეროვნული კოსტუმები.


📍გამოფენის მხარდამჭერები - საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, ჩეხეთში საქართველოს საპატიო კონსული ონდრეი სვობოდა და “ნაციონალური სამოსის სახლი”-ს ხელმძღვანელი ეკატერინე ჯავახიშვილი. Ondrej SvobodaGiorgi Kalandia • გიორგი კალანდია Ekaterine Javakhishvili ნაციონალური სამოსის სახლი


On May 26, 2021 the opening of the exhibition organized by the Embassy in cooperation with the City Hall of Prague 6,-“Georgian National Costumes” was held at the Prague Skleňák Gallery. The exhibition is dedicated to the Independence Day of Georgia.

The exhibition was attended by representatives of the diplomatic corps accredited in the Czech Republic. The guests were welcomed by the Ambassador of Georgia, H.E.Mrs. Mariam Rakviashvili and the Mayor of Prague 6, Mr.Ondřej Kolář.

The exhibition presents national costumes from different parts of Georgia and copies of the sketches by outstanding Georgian artist Lado Gudiashvili.

Supporters of the exhibition: Prague 6 City Councilor for Strategic Development and Monument Protection, Mrs. Eva Smutna, General Director of the Art Palace of Georgia, Mr. George Kalandia, Honorary Consul of Georgia to the Czech Republic Mr. Ondrej Svoboda and Director of the "National Clothes House" Mrs. Ekaterine Javakhishvili.

Source

2 views0 comments